ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში - უკრაინის გენშტაბი

20.08.23 10:35
ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში - უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში, - ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.