ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ნიდერლანდებში ჩავიდა

20.08.23 14:52
ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა ნიდერლანდებში იმყოფებიან.

უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ზე წერს, რომ უკრაინული დელეგაცია ნიდერლანდების პრემიერ მარკ რიუტეს შეხვდება და F-16-ების გადაცემის საკითხს განიხილავს.

მთავარი საკითხია F-16 უკრაინისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, #PeaceFormula, ტერორისტული სახელმწიფოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა," - წერს ზელენსკი.