რუსული კოსმოსური აპარატი Luna-25 მთვარესთან შეჯახების შედეგად განადგურდა

რუსულმა კოსმოსურმა აპარატმა Luna-25 კონტროლი დაკარგა და მთვარეს შეასკდა. ხომალდის განადგურებას თავად “როსკოსმოსი” ადასტურებს.
წინასწარი ანალიზის მიხედვით, იმპულსის ფაქტობრივი პარამეტრებიდან გადახრის გამო კოსმოსური აპარატი „ლუნა-25" გადავიდა პროექტით გაუთვალისწინებელ ორბიტაზე და შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.
როსკოსმოსმა განმარტა, რომ 19 აგვისტოს სადგურს მიეცა იმპულსი, რათა გადასულიყო დაშვებისწინა ორბიტაზე.
21 აგვისტოს სადგური უნდა დაშვებულიყო მთვარის ხილულ მხარეს ბოგუსლავსკის კრატერის ჩრდილოეთით. მისიის მთავარი მიზანი იყო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ნიადაგში ყინულის არსებობის შესწავლა, თუმცა მისია ჩაიშალა.