თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი
თურქეთში, პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოიძიება.