ხანძარი ბრუკლინში - ცეცხლი 14-სართულიან შენობას გაუჩნდა, არიან დაშავებულები

21.08.23 11:54
ხანძარი ბრუკლინში - ცეცხლი 14-სართულიან შენობას გაუჩნდა, არიან დაშავებულები

ძლიერი ხანძარი ნიუ-იორკში - ბრუკლინში ცეცხლი 14-სართულიან შენობაში არსებულ დაკეტილ მაღაზიებს გაუჩნდა.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში, შეტყობინებაა დაკვამლიანებისა და აალების შესახებ ერთდროულად ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან შევიდა. არსებული ცნობებით, ცეცხლის ქრობის პროცესში 10-მდე მეხანძრე დაშავდა. 

ხანძრის ეპიცენტრიდან მოხერხდა სამი ბავშვის გამოყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.