ნავალნის მხარდამჭერების აქცია - ოპოზიციონერ ლიდერს სოლიდარობა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან გამოუცხადეს

მსოფლიოს ქალაქები ნავალნის მხარდამჭერი ბანერებით აჭრელდა. პუტინის მთავარ კრიტიკოს სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ქუჩებიდანაც.
კრემლის ოპონენტის ნერვული აგენტით მოწამვლიდან სამი წლის თავზე, ნავალნის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ პუტინი მკვლელია, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პატიმრობა კი აბსურდული.
ნავალნის თანამოაზრეები და თვითონ ოპოზიციონერიც მის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილის თქმით, მათ სურთ დემონსტრირება იმისა, რომ არიან ომის და პუტინის მოწინააღმდეგეები და რომ მოხდეს ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.
მე აქ დიდი ხანია ვცხოვრობ, ამიტომ სჯობს, რომ გავაკეთოთ რაღაც ვიდრე სახლში ვისხდეთ. ამ მომენტისთვის, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორღაც დემონსტრირება მოვახდინოთ, რომ ვართ ომის და პუტინის მოწინააღმდეგეები, უნდა მოვახდინოთ ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება, მათ შორის ალექსეი ნავალნის", - ამბობს აქციის მონაწილე.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მშვიდობის მხარეს არიან და მათ სურთ, პუტინის ხელისუფლების დროულად დასრულება.
აქ ვარ იმიტომ, რომ ვიყო ნაწილი, იმ ხილული რუსების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შიგნიდან, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ ჩვენ ჩვენთვის, სულერთი არ არის. ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ და რა თქმა უნდა, იმისკენ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს საშინელი ხელისუფლება, რომელიც ყველგან თესავს ტრაურს, როგორც შიგნით ისე გარეთ, ამიტომ, რუსეთი პუტინის გარეშე და მშვიდობა მსოფლიოს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის პუტინის რეჟიმმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ამჟამად ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს.