პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს

21.08.23 14:35
პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს

პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს. ამის შესახებ  რუსული მედია იტყობინება

მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას ამ დროისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

"ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კიშინიოვის აეროპორტში ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შეგვიშვეს. ჩემს მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში და არასდროს არსად მქონია სირთულეები... ძალიან ვწუხვარ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მოლდოვაში, ჩემს გამოსვლას მომავალ ჯერზე რაიმე დაბრკოლება არ შეექმნება", - განაცხადა ბრეგოვიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბრეგოვიჩმა და მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააპროტესტეს.

მსგავსი სიახლეები