საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასობით მიგრანტი დახვრიტეს - Human Rights Watch
საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ასობით მიგრანტის მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა მესაზღვრეებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს, რომლებიც ომის შედეგად განადგურებულ იემენს კვეთენ იმისთვის, რომ საუდის არაბეთში მოხვდნენ.
ბრალდებების მიუხედავად, საუდის არაბეთის მთავრობაში უარყოფენ აღნიშნულ ფაქტზე შეფასებას, რომ მკვლელობები სისტემატური ხასიათის ან ფართომასშტაბიანი იყო.
"მოწოდებული შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე, სამეფოს ხელისუფლების ორგანოებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც ბრალდებებს დაადასტურებდა ან დაასაბუთებდა", - განაცხადა საუდის არაბეთის მთავრობამ.