ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე - იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ - თომას ჰენდრიკ ილვესი

21.08.23 14:51
ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე - იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ - თომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსული კოსმოსური ხომალდის Luna-25-ის ჩაშლილ მისიას გამოეხმაურა.

ილვესის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რატომ წავიდნენ მთვარეზე წუსები, რადგან იქ მოსაპარი არაფერია.

ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ", - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა რუსული კოსმოსური ხომალდის Luna-25-ის კატასროფის შესახებ, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ მთვარის ზედაპირს შეეჯახა და იქვე განადგურდა.

მსგავსი სიახლეები