ირანში, ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის ქალებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

21.08.23 16:04
ირანში, ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის ქალებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ირანში ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის კანონები გამკაცრდა. აღნიშნულზე კანონები საპარლამენტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. 

ცნობილი ხდება, რომ კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე, ჯარიმა კი 360 მილიონ ირანულ რიალს (7800 ევრო) შეადგენს. კანონპროექტი ამკაცრებს ჯარიმებს ცნობილი ადამიანებისა და კომპანიებისთვისაც. კანონპროექტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებს ჩაცმულობის კოდექსის დამრღვევთა გამოსავლენად.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაქსი ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა. ამინი გარდაიცვალა ჰიჯაბის არასათანადო ტარების ბრალდებით დაკავების შემდეგ. მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის სასიკვდილოდ სცემეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს. ამ გამოსვლების განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე 500 ადამიანი, ათობით ათასი დააკავეს. რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც, ირანში ბევრი ქალი აგრძელებს ჰიჯაბის ტარების მოთხოვნისადმი წინააღმდეგობას.