რუსეთში მინისტრის ცოლი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში იყო ჩართული - საგამოძიებო ჯგუფი

რუსეთში საგანგებო ვითარებათა მინისტრის, ალექსანდრ კურენკოვის ცოლი ელენა მილსკაია შარშან ჩართული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დაუკანონო დეპორტაციაში - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი Proyekt-ი იტყობინება.
მარტში გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები და მათ ბრალად დასდო უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში.