ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

21.08.23 19:13
ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო - ინფორმაციას უცხოური მედია თავად ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ სექტემბერში პუტინთან შეხვედრას მოახერხებს. შეხვედრის პოტენციური ადგილი მან არ დააკონკრეტა. 

"სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით", - განაცხადა უნგრეთიდან თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა მედიასთან.

 

მსგავსი სიახლეები