ერდოღანს პუტინთან შეხვედრა უნდა

22.08.23 10:26
ერდოღანს პუტინთან შეხვედრა უნდა

ერდოღანს პუტინთან შეხვედრა უნდა. თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, რუს დიქტატორთან მარცვლეულის დერეფნის ხელახალ გახსნაზე ისაუბროს.

თურქი ლიდერი აანონსებს, რომ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრს უახლოეს მომავალში გაგზავნის, თავად კი პუტინთან პირისპირ საუბარს  G20-ის სამიტისა და გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებს შორის გეგმავს.

რუსეთი სასურსათო შეთანხმებიდან ივლისში გავიდა, ეს ნაბიჯი კი უკვე შეფასდა, როგორც პუტინის მცდელობა მსოფლიოო შიმშილისთვის გაწიროს, რადგან უკრაინული მარცვლეული ძველი გზით უსაფრთხოდ ექსპორტზე ვეღარ გადის.