ბელორუსიაში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს

Hrodna.life-ს სპეცპროექტების რედაქტორი, ირინა ნოვიკი, ბელორუსმა სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს და ჩვენების მიცემის შემდეგ დააკავეს - ამის შესახებ ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ირინა ნოვაკს ბრალი ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში დადეს. პოლიციამ მისი ბინიდან ნივთმტკიცების სახით კომპიუტერი და ინფორმაციის შემცველი მყარი დისკი ამოიღო.
ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაცია ,,ვესნამ" 15 ბელორუსი ჟურნალისტი, რომლებიც ოფიციალური ვერსიით, დიდი ოდენობით გადასახის გადახდის თავიდან აცილების გამო დააკავეს, პოლიტპატიმრებად აღიარა.
ბელორუსიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ათობით ჟურნალისტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საპროტესტო აქციების დაწყების დროს მედიის წარმომადგენლები ბევრჯერ ცემეს, ბევრი კი დააპატიმრეს.
მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც მედიას აეკრძალა არასანქცირებული მიტინგვის გაშუქების უფლება. აღნიშნული მიტინგების დაფინანსების ბრალდებით ბელორუსიაში ათობით უფლებადამცველი დააკავეს.