საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს.
19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელი ევაკუირებულია.