"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა" - ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმებს გამოეხმაურა.
''რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა'', - განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბევრჯერ დაესხა თავს. ამიტომ ''უკრაინა იცავს თავს საერთაშორისო სამართლი საზღვრებში.''