რუსეთი იმუქრება, რომ საქართველოს 2 რეგიონს შეიერთებს

23.08.23 10:30
რუსეთი იმუქრება, რომ საქართველოს 2 რეგიონს შეიერთებს

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს. ეს იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო დასავლეთისთვის. მას შემდეგ რაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობამ, ამ რესპუბლიკებმა გააგრძელეს განვითარება როგორც საერთაშორისო სამართის სუბიექტებმა . ჩვენი მხრიდან მიცემული უსაფრთხიების გარანტიებით და რეგიონში დაისადგურა მშვიდობამ.  საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდა, ხალხი გამოვიდა შოკიდან, რომელიც ჰქონდათ მიღებული მათი შეშლილი პრეზიდენტის ქცევების გამო. თავად სააკაშვილი მალევე აღმოჩნდა არასაჭირო. არა მხოლოდ მისი თანამემამულეებისთვის არამედ ამერიკელი უფროსებისთვისაც.  ის საქართველოდან სამარცხვინოდ გააძევეს და აუკრძალეს უკან დაბრუნება, რადგან აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე". - ამბობს მედვედევი