მოსკოვში პანიკაა - რუსი მილიონერების დასახლება სასწრაფოებით, სახანძროებითა და პოლიციითაა გადავსებული
მოსკოვის ელიტარულ უბანს დრონებით შეუტიეს. რუსეთის დედაქალაქში სრული პანიკაა. ღამის აფეთქებების შემდეგ, ამ დრომდე რუსი მილიონერების დასახლება სასწრაფოებით, სახანძროებითა და პოლიციითაა გადავსებული.
სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა მოსკოვის აეროპორტები. ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ეს უკრაინიის შეტევა. დრონები ჩამოაგდეს, თუმცა მისი ნაწილები რამდენიმე შენობას მოხვდა.
სამი საათი იყო დილის, როცა ძალიან ძლიერმა ხმამ გამაღვიძა, სწორედ ამ დროს დავინახე, რომ ფანჯრები უკვე ჩამსხვრეული იყო. აფეთქების ხმა ისევ ისმოდა. ვფიქრობ, დრონი იყო. საშინელება იყო, ფანჯარასთან მიახლოების შემეშინდა. დრონი მოფრინდა, აფეთქდა, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მეზობლების სახლებშიც მინები ჩამსხვრეული იყო. ცხოვრებაში პირველად მქონდა ასეთი შემთხვევა, მოსკოვშიც არ ვცხოვრობ, სულ ორი კვირაა ჩამოვედი. რამდენიმე წუთის განმავლობაში გონზე მოსვლას ვცდილობდი, რომ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს". - ამბობს თვითმხილველი.