"სახლში ახალი პოლიტიკური შეთანხმებებით ვბრუნდებით" - უკრაინა დასავლეთისგან ახალ შეიარაღებას მიიღებს

23.08.23 12:02
"სახლში ახალი პოლიტიკური შეთანხმებებით ვბრუნდებით" - უკრაინა დასავლეთისგან ახალ შეიარაღებას მიიღებს

უკრაინა დასავლეთისგან ახალ შეიარაღებას მიიღებს, ომში მყოფი ქვეყანა საჰაერო თავდაცვას აძლიერებს - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი მთელი კვირის განმავლობაში სტუმრობდა შვედეთს, ნიდერლანდებს, დანიასა და საბერძნეთს, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების არაფორმალურ შეხვედრასაც ესწრებოდა.

საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტებით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შინ ახალი შეთანხმებით და პარტნიორებისგან ძლიერი მხარდაჭერით ბრუნდება.

„მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.