თავდასხმა სოფელ ლავაზე - დაღუპულია 3 ადამიანი

23.08.23 12:41
თავდასხმა სოფელ ლავაზე - დაღუპულია 3 ადამიანი

თავდასხმა სოფელ ლავაზე - დაღუპულია 3 ადამიანი. ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ არხის საშუალებით ავრცელებს.

გლადკოვის თქმით, 2 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ექიმებმა ერთი მსხვეპრლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"მიღებული ჭრილობების შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ექიმები ბოლომდე იბრძოდნენ ერთი მსხვერპლის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო", - ამბობს ვიაჩესლავ გლადკოვი.

გლადკოვი ამბობს იმასაც, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ეს სოფელ ლავაში თავდასხმის მეორე შემთხვევა იყო. 23 აგვისტოს დილით მან აღნიშნა, რომ სანატორიუმის ტერიტორიაზე ორმა თვითმფრინავმა ყუმბარა ჩამოაგდო, რის შედეგადაც შენობის ფასადი დაზიანდა, თუმცა, მსხვერპლი არ ყოფილა.