რა შემთხვევაში დაუბრუნდება რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას - პუტინის განმარტება

23.08.23 14:21
რა შემთხვევაში დაუბრუნდება რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას - პუტინის განმარტება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი კვლავ შეუერთდება მარცვლეულის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა.

"18 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ჩვენ მზად ვიქნებით, ხელახლა შევუერთდეთ მას, მაგრამ, ჩვენ მას დავუბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება.

რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემზღუდავი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულდა. რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული". – ამბობს პუტინი.

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობაა. 

მსგავსი სიახლეები