რუსების იერიშის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

23.08.23 16:48
რუსების იერიშის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

რუსი ოკუპანტების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის ვიცე პრემიერ ალექსანდრ კუბრაკოვის თქმით, რუსეთის იერიშის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

"რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს", - ამბობს ალექსანდრ კუბრაკოვი.

უკრაინის ხელისუფლების განცახდებით ირკვევა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა გუშინ ღამით განახორციელეს, რომელიც სამი საათის განმავლობაში გრძლდებოდა. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.