გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე არ მივა - ნაუსედა ყირიმის პლატფორმაზე

23.08.23 18:22
გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე არ მივა - ნაუსედა ყირიმის პლატფორმაზე

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე არ მივა - ნაუსედა ყირიმის პლატფორმაზე - ასე მიმართა უკრაინის უკრაინას და ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე შეკრებილ ქვეყნების ლიდერებს ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე, უნდა დაისაჯოს.

"ვთვლი, რომ აუცილებელია საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ და ერთიანად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანს უფლებების არც ერთი დარღვევა დაუსჯელი არ დარჩეს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე, უნდა დაისაჯოს. დღეს ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე არ მივა... ყველაფერი ყირიმში 2014 წელს დაიწყო... ეს არის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, როდესაც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება".- განაცხადა ნაუსედამ.

მსოფლიოს ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. უკრაინის დედაქალაქში ყირმის სამიტი გაიხსნა. პარტნიორებს სიტყვით ზელენსკიმ მიმართა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი, ამბობს ომში მყოფი ქვყენის პრეზიდენტი. 

სამიტს მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ჯამში 50 ქვეყნიდან ესწრებიან.

სამიტს, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.