არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ყირიმის ოკუპაცია მხოლოდ რეგიონული პრობლემაა - დუდა

23.08.23 18:33
არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ყირიმის ოკუპაცია მხოლოდ რეგიონული პრობლემაა - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ყირიმის ოკუპაცია მხოლოდ რეგიონული პრობლემაა.

ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე სიტყვით მიმართვისას, დუდამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა გლობალური უსაფრთხოების წინაპირობაა.

არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ყირიმის ოკუპაცია მხოლოდ რეგიონული პრობლემაა. ეს გლობალური პრობლემაა. თუ ჩვენ ეს პრობლემა ერთად არ გადავწყვიტეთ, ძალაუნებურად დავეთანხმებით ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ ძალის კანონზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყირიმის დეოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა არის არა უბრალოს აზოვის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, არამედ ასევე გლობალური უსაფრთხოების წინაპირობა"- აღნიშნა დუდამ.

მსოფლიოს ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. უკრაინის დედაქალაქში ყირმის სამიტი გაიხსნა. პარტნიორებს სიტყვით ზელენსკიმ მიმართა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი, ამბობს ომში მყოფი ქვყენის პრეზიდენტი. 

სამიტს მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ჯამში 50 ქვეყნიდან ესწრებიან.

სამიტს, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.