თვითმფრინავის, სადაც სავარაუდოდ, პრიგოჟინიც იმყოფებოდა, ყველა მგზავრი დაღუპულია

23.08.23 22:12
თვითმფრინავის, სადაც სავარაუდოდ, პრიგოჟინიც იმყოფებოდა, ყველა მგზავრი დაღუპულია

ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.

საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. 

ტელეგრამის ზოგიერთი არხის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.

მეორე ჩარტერული თვითმფრინავი რომელიც ეკუთვნოდა პრიგოჟინს მოსკოცის თავზე ბრუნავს. 

გამოცემა ოსტორონო ნოვოსტი წერს, რომ ხომალდი აფრინდა პრიგოჟინის საკუთრებაში მყოფ იმ თვითმფრინავთან ერთად, რომელიც პირველი აფრონდა თუმცა მას შემდეგ რაც ბიზნესჯერი ჩამოაგდეს პრიგოჟინის მეორე თვითმფრინავი უკან გაბრუნდა.

ვიკიპედიაში პრიგოჟინის სიკვდილის გრაფა უკვე დაემატა.

 

 

მსგავსი სიახლეები