"რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება - მისი თქმით, ამ ცნობებით გაკვირვებული არ არის.
"რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რომლის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა პასუხისთვის საკმარისი არ ვიცი", - განაცხადა ბაიდენმა.
დაჯგუფება "ვაგნერი" მისი ორი მეთაურის გარდაცვალების ამბავს ადასტურებას.
გუშინ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.
თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.
საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია.