პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო - ISW

24.08.23 10:39
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო - ISW

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო - ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW), თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია ერთადერთი, ვისაც ამის მოწყობა შეეძლო.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, პრიგოჟინთან გასწორება გადაეწყვიტათ თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო. ზუსტად 2 თვის შემდეგ, 23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც მგზავრების ოფიციალური სიის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.