დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

24.08.23 10:42
დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. 

"უკრაინელი ხალხის ნებისა და მათი დამოუკიდებლობის მარადიული სურვილის გათვალისწინებით, რაც 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის მიღების ისტორიულ მნიშვნელობას ადასტურებს, უკრაინის უმაღლესი რადა იღებს გადაწყვეტილებას: 24 აგვისტო განიხილოს როგორც უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნოს ეს თარიღი ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო დღესასწაული", - წერია მიღებულ აქტში.

მსგავსი სიახლეები