დიდ ომში არ არის პატარა საქმეები, ყველას შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: სად ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაში - ზელენსკი

24.08.23 11:03
დიდ ომში არ არის პატარა საქმეები, ყველას შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: სად ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაში - ზელენსკი

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 32 წლის წინ, ამ დღეს, ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  უკვე მეორე წელია, უმნიშვნელოვანეს თარიღს უკრაინაში საჰაერო განაგშისა და აფეთქებების ფონზე ხვდებიან. 32 წლის თავზე,  უკრაინელები ისევ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად იბრძვიან. დილიდან ყურადღების ცენტრშია კიევი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხალხს უკვე მიმართა. 

დიდი უკრაინის დიდი ხალხი, დღეს აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს!  ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული. ძლიერი და ღირსეული  ადამიანების, თანასწორთა  დღესასწაული. დღეს ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს დამოუკიდებლობა კი ყველა ჩვენგანის ღირებულებაა, ის რისთვისაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველას როლი მნიშვნელოვანია. დიდ ომში არ არის პატარა და არც უმნიშვნელო საქმეები.   ყველას შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: სად ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გააკეთეთ მისთვის? მადლობა ყველას ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობას ანიჭებს, მეომრებს, რომლებიც დგანან უკრაინის დასაცავად. მამებს და დედებს, ვინც ჯარისკაცებს უკრაინა შეაყვარა.  ბევრმა უკრაინელმა დაკარგა საყვარელი ადამიანები ომის გამო. ქედს ვიხრი მათ წინაშე.  ჩვენს მეომრებს ერთი უნიკალური ჯავშანი ეხმარება  - ბავშვების ნახატები, რომლებსაც ყველა ბრიგადაში ნახავთ კედლებზე.  გასულ ზამთარს ჩვენ განვიცადეთ მასიური სარაკეტო თავდასხმები, იყო მომენტები, როცა ქალაქები სიბნელეში რჩებოდნენ, როცა ციოდა და ამ ყველაფერს თან ახლდა შეუპოვრობა.  ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ისე, რომ როდესაც ერთი ადამიანი ამბობს: "დიდება უკრაინას!", მთელი მსოფლიო პასუხობს: "დიდება გმირებს!"
გილოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!"- განაცხადა ზელენსკიმ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები. ომში მყოფ ქვეყანაში მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. თბილისიდან მხოლოდ ოპოზიცია წავიდა, "ქართული ოცნების" ხელისსუფლებამ კი მილოცვააა მეგობარი სახელმწიფოსთვის  წერილობით და დისტანციურად გადაწყვიტა.