თქვენი გამძლეობის გამო უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა - ბლინკენი

24.08.23 12:23
თქვენი გამძლეობის გამო უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა - ბლინკენი

თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს და მხარს დაუჭერს მას.

"წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - 18 თვიანი ულმობელი აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელს უკრაინაში. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ვიხსენებთ თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თქვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი საყვარელი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის" - ამბობს ბლინკენი.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.