უკრაინა ხდება თავისუფლების ბასტიონი მილიონობით ევროპელისთვის - სანდუ
დღეს ღირსეული დამოუკიდებლობის დღეა - მაია სანდუმ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ბავშვებთან ერთად უკრაინული სიმღერით მიულოცა.
მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა იცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და ხდება თავისუფლების ბასტიონი მილიონობით ევროპელისთვის
მოლდოვა უკრაინას ღრმა პატივისცემით უყურებს არა მხოლოდ როგორც მეზობელს, არამედ როგორც წინააღმდეგობისა და იმედის სიმბოლოს. დღეს ღირსეული დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკდიებლობა არის როცა მოქალაქეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, როდესაც აქვთ თავისუფლება, ააშენონ საკუტარი ქვეყანა. უკრაინა იცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და ხდება თავისუფლების ბასტიონი მილიონობით ევროპელისთვის. ამ დღეს იმედი მაქვს, რომ უკრაინეელბის სახლებში მშვიდობა რაც შეიძლება მალე დაბრუნდება და უკრაინის დამოუკიდებლობას აღარასდროს დაჩრდილავს ომი და ტანჯვა". - ამბობს სანდუ.
შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.