თქვენ ხართ შთაგონების წყარო ყველა ევროპელისთვის. ვიდგებით თქვენს გვერდით - ფონ დერ ლაიენი უკრაინას
თქვენ ხართ შთაგონების წყარო ყველა ევროპელისთვის. ვიდგებით თქვენს გვერდით სანამ უკრაინა არ გახდება თავისუფალი - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინის სიძლიერე მის ხალხშია. თქვენს გამბედაობაში, ძალაში. გრძელვადიან იმედი არსებობს კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და მომავალზე გაერთანებულ ევროპაში. თქვენ ხართ შთაგონების წყარო ყველა ევროპელისთვის. და ვიდგებით თქვენს გვერდით იქამდე, სანამ უკრაინა არ გახდება თავისუფალი!! ერთად ჩვენ მოვიგებთ მშვიდობას". - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.