პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე პუტინი იმ სამხედრო შტაბში მივიდა, რომელიც "ვაგნერელებმა" აჯანყების დროს დაიკავეს

24.08.23 13:24
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე პუტინი იმ სამხედრო შტაბში მივიდა, რომელიც "ვაგნერელებმა" აჯანყების დროს დაიკავეს

"ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რუსეთის პრეზიდენტის მარშრუტთან დაკავშირებით ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის სამხრეთით, დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს შტაბი დაიკავეს ვაგნერელებმა აჯანყების დროს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პუტინი შტაბში 19 აგვისტოს იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ "საკუთარი ძალაუფლება ეჩვენებინა".

დაზვერვაში ამბობენ, რომ პუტინმა მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, მათ შორის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ვალერი გერასიმოვთან.

მსგავსი სიახლეები