უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს

24.08.23 14:29
უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს

უკრაინის დაზვერვაში ამბობენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, სპეცოპერაცია გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ამხელენ.

''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება" - განაცხადა იუსოვმა.