პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა - გამოიკვეთა პირველი ეჭვმიტანილი

24.08.23 15:29
პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა - გამოიკვეთა პირველი ეჭვმიტანილი

რა გახდა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი. "ვაგნერის" ლიდერის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე პირველი ეჭვმიტანილი გაჩნდა. 

გამოცემა "მედუზა" წერს, რომ საქმეში პრიგოჟინის პირადი პილოტი ფიგურირებს - არტემ სტეპანოვი, რომელიც გაუჩინარებულია. არსებული ცნობებით, სწორედ სტეპანოვია ის კაცი, ვისაც თვითმფრინავზე ჰქონდა წვდომა. მას თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე აუცილებლად დაკითხავენ.

სტეპანოვი კერძო თვითმფრინავის პილოტი და კომპანია MNT-Aero-ს ყოფილი დამფუძნებელია, რომელსაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა.

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის შასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. 

რამ გამოიწვია თითმფრინავის ჩამოგდება - რუსი ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. გამოცდილი მფრინავები ავიაციის შიდა აფეთქებას გამორიცხავენ.

ვიდეოჩანაწერების მიხედვით, რაც ვნახე, არ ვიტყოდი რომ ეს არის ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგი. ბორტზე აფეთქება ნიშნავს ნამსხვრევების დიდ რადიუსზე გაფანტვას. თვითმფრივავის ფრაგმენტების დიდ არეალში გაფანტვას. თვითმფრინავი, რომელიც ფეთქდება ბორტზე, თვითმფრინავი ჰერმეტიულია, თანაც, ეს არის როგორც დიდი საჰაერო ბურთი რომ ნემსით გახვრიტო. აფეთქდება და გაიფანტება რამდენიმე ფრაგმენტად". - ამბობს პილოტი.

მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ საზენიტო რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსია არარეალისტურია.

გასროლა სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსიდან ნიშნავს, რომ 20 კილომეტრიან დისტანციაზე ამ გასროლას აურაცხელი მოწმე ჰყავს, რომლებიც დაინახავდნენ რაკეტის გაფრენას და მიუთითებდნენ ადგილს, საიდანაც მოხდა რაკეტის გაშვება. თან ეს ხდება შვებულებების პერიოდში, როდესაც ადამიანების უმეტესობა აგარაკებზეა და ამიტომაც, ამდენმა ადამიანმა გადაიღო ვიდეო. თეორიულად, დასაშვებია, რომ საზენიტო კომპლექსიდან მოხდა გასროლა, მაგრამ რისკია ძალიან დიდი და თვითონ ოპერაციაზეც დიდი ტვირთია, იმიტომ რომ თვითმხილელების მოცილება ან რაღაც სპეციალური ლოგისტიკური სვლებით მათი ჩვენებების დამუხრუჭებაა საჭირო. ეს ძალიან ამძიმებს ოპერაციას. არ მესმის, რა საჭიროა ამ დროს სამხედრო კომპლექსიდან გასროლა, უფრო ძვირად უჯდება მსროლელს. დიდი ალბათობით, ეს მაინც ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც ბორტზე მოხვდა". - ამბობს დარგის სპეციალისტი.

გუშინ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.

თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.

ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა 10 გარდაცვლილს შორის პრიგოჟინის ცხედარიც.