უკვე ერთი კვირაა უკრაინის 6 მოქალაქეს ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ - Novaya Gazeta

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე კვირაზე მეტია უკრაინის 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ - ინფორმაციას ამის შესახებ Novaya Gazeta ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 16-17 აგვისტოს ღამის საათებში უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა სცადეს, თუმცა მესაზღვრეებმა მათ შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, "Unmode"-ის ხელმძღვანელის აიდანა ფედოსიკის თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა FSB-ს ოფიცრება საზღვარზე მყოფი ერთ-ერთი უკრაინელის გატაცება სცადეს.
"FSB-ს თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმა სცადეს, დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს. ქართველი მესაზღვრეები დასახმარებლად მივიდნენ. ახლა უკრაინის მოქალაქეები ტერმინალთან იმალებიან", - ამბობს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, "Unmode"-ის ხელმძღვანელი, აიდანა ფედოსიკმა.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ კაცი, რომლის გატაცებაც FSB-ს თანამშრომლებმა სცადეს, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და იქ ბინადრობის უფლებაც აქვს. ის რუსეთში დის სანახავად იმყოფებოა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს.
"მიხეილი რუსეთში ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა. მას აეროპორტის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. სპეცსამსახურებმა ის დაკითხვის ოთახში მოათავსეს, სადაც აიძულებდნენ ხელი მოეწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია", - თქვა აიდანა ფედოსიკმა.