პენტაგონი: "პრიგოჟინი მოკლეს"

პენტაგონში ადასტურებენ, რომ „ვაგნერის“ ხელმღვანელი ნამდვილად ავიაკასტროაფაში მოჰყვა, თუმცა არ ეთანხმებიან ვერსიას, თითქოს თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. პენტაგონში ფიქრობენ, რომ ევგენი პრიგოჟინი მოკლეს.
დეტალებში არ შევალ, როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ ჩვენი პირველადი შეფასება, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დაფუძნებული, მდგომარეობს იმაში, რომ ის (პრიგოჟინი), დიდი ალბათობით მოკლულია, - განაცხადა რაიდერმა.
პენტაგონის პრეს-მდივნის ცნობით, სიტუაციის შეფასება პენტაგონში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკა აფრიკაში „ვაგნერელების“ მოქმედებებს ყურადღებით აკვირდება.