დონალდ ტრამპი პატიმარი ნომერი P01135809 გახდა

25.08.23 10:22
დონალდ ტრამპი პატიმარი ნომერი P01135809 გახდა

დონალდ ტრამპი  ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს.ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფულტონის ციხის კარი ორასი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაუღეს. ექს მაღალჩინოსანს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩვენების შედეგების შეცვლის მცდელობას ედავებიან, აუკრძალეს სოციალური მედიის გამოყენება, კონტაქტი თანამზრახველებთან და ბრალდებულებთან.

ტრამპს ოფიციალურად აქვს მინიჭებული პატიმრის  სპეციალური ნომერი P01135809. აუღეს თითის ანაბეჭდებიც და გადაუღეს ფოტო. პატიმრობა მხოლოდ ოც წუთს გაგრძელდა. თავად ტრამპი ამას უარყოფს. მას შემდეგ რაც ყოფილმა პრეზიდენტმა საპატიმრო დატოვა, პირდაპირ აეროპორტში წავიდა და იქ გააკეთა პირველი კომენტარი.

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაშ არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებდ ა ახლა უკვე 4-ჯერ მაქვს ბრალი წაყენებული. ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთის. მე არაფერი დამიშავებია. ჩვენ გვქვს უფლება გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია". - განაცხადა ტრამპმა.

ფულტონის ოლქის პროკურორი ფანი უილისი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს სდებს იმაში, რომ 2020 წელს ჯორჯიის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკელებისგან მოითხოვდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას. ყოფილ პრეზიდენტს 10-ზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული.

მსგავსი სიახლეები