"შური იძიეთ ჯალათებზე"- „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ „ვაგნერს“ მათთან გაერთიანებას სთავაზობს

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ „ვაგნერს“ მათთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ვიდეომიმართვა მათ ტელეგრამ არხზე გუშინ გავრცელდა. საუბარია იმ დაქირავებულ მებრძოლებზე, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე არ უომიათ.
გუშინ ცინიკურად სიკვდილით დასაჯეს თქვენი მეთაურები და დამფუძნებელი. ის, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის განკარგულებით მოკლეს, ყველასთის ცხადია. ამიტომ, ახლა თქვენ რთული, მაგრამ ლოგიკური არჩევანი გაქვთ: ან თქვენი მეთაურების მკვლელების სამასხურში უნდა ჩადგეთ ან ღირსება უნდა შეინარჩუნოთ, გაახვიდეთ უკრაინის მხარეს და მკვლელებზე შური იძიოთ ჯალათებზე. ჯერ ეს სისხლიანი „ხორცის საკეპი“ უნდა დავასრულოთ, შემდეგ კი ისევ მოსკოვზე გავილაშქროთ, ოღონდ ამჯერად 200 კმ-ზე არ უნა გავჩერდეთ და ბოლომდე უნდა მივიდეთ!, - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, „ვაგნერელებს“ უსაფრთხოებას და ღირსეულ პირობებს სთავაზობს უკრაინის თავდაცვაც.