უკრაინას დამოუკიდებლობის 32 წელი საქართველოდანაც მიულოცეს

უკრაინას დამოუკიდებლობის 32 წელი საქართველოდანაც მიულოცეს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები გუშინ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და რუსული აგრესიიის პირისპირ მყოფ ქვეყანას გამარჯვება უსურვეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა უკრაინის მოქალაქეებმა ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
უკრაინა ჩვენ სგულშია. ჩვენ საქართველოს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ მთელი გულით მიგვიღო, - განაცხადეს უკრაინის მოქალაქეებმა.