რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ ყირიმს 42 დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამით ანექსირეულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა გახორციელდა. ოკუპანტი სახელმწიფი ირმწუნება, რომ თავდასხმა უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული და მომხდარს „ტერორისტულ შეტევად“ აფასებს.
უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით 42 საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, რომელთანგაცან 9 გაანადდგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებები იყო ტარხანკუტის კონცხის რაიონში.
24 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარა.