ხერსონზე თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა - დაშავებულთა შორის ბავშვია

25.08.23 12:04
ხერსონზე თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა - დაშავებულთა შორის ბავშვია

ოკუპანტების თავდახმა ​ხერსონზე - დაღუპულია სულ მცირე ერთი, დაშავდა 3, რომელთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"მტერმა ბოლო დღის განმავლობაში 81 შეტევა განახორციელა, 501 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან", - თქვა მან.

მისივე თქმით, რუსეთმა ქალაქ ხერსონს 16 ჭურვი ესროლა.