პრიგოჟინის სიკვდილი ვაგნერის ჯგუფის დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის აზრით, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ვაგნერის ჯგუფის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
"ჯერჯერობით არ არის დადასტურებული მტკიცებულება, რომ პრიგოჟინი ბორტზე იმყოფებოდა, რადგან ის ცნობილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებით. თუმცა, დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია. პრიგოჟინის სიკვდილს ვაგნერის ჯგუფზე ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ექნება" - წერია ანგარიშში.
ტვერის პროზექტურიდან ახლა ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელმაც ვაგნერის ხელმძღვანელის დაღუპვა უნდა დაადასტუროს. ბორტზე მყოფი 10 ადამიანის ცხედარს დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, მოსკოვი უკვე ადასტურებს, რომ ოფიციალური ჩანაწერებით ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა პროგოჟინი და მისი უახლოესი გარემოცვა იმყოფებოდნენ.