"გამორიცხული არ არის კრემლზე ავტომატებით შეტევაც" - "ვაგნერი" შურისძიებით იმუქრება

25.08.23 13:10
"გამორიცხული არ არის კრემლზე ავტომატებით შეტევაც" - "ვაგნერი" შურისძიებით იმუქრება

ლიდერის სიკვდილის  შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ვაგნერის" დანაყოფი შურისძიებით იმუქრება. "ვაგნერელების" პოზიცია პრიგოჟინის ცოცხლად დარჩენილმა თანამებრძოლებმა გამოცემა "მედუზასთან" ინტერვიუში გააჟღერეს. ვეტერანი ვაგნერელი პირდაპირ ამბობს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრები კრემლზე ავტომატებით შეტევაზეც ფიქრობენ. 

დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი დანაყოფი პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემკვეთად რუსეთის მმართველს ვლადიმერ პუტინს ასახელებს. ისინი ეჭვობენ, რომ რუსმა დიქტატორმა ამბოხის ინიციატორი  ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოსწყობილობით მოკლა.

როგორც ჩანს, მეთაურები მიმართვის ჩაწერას აპირებენ, მაგრამ ეს პირველ რიგში, ჯარისკაცებისადმი იქნება განკუთვნილი, რადგან იყვნენ ისეთები, ვინც პანიკაში ჩავარდა , ზოგიც ლოცულობდა. ჩვენ, ყველანი, ცოტათი სრულ ჭკუაზეც არ ვართ ახლა და ბევრი ძალიან გაბოროტებულია: მათ შურისძიება სურთ. ყველაფერის გაკეთებაზე საუბრობენ! ავტომატებით  კრემლზე შეტევაზეც. ყველას ესმის, რომ ეს იყო შურისძიება. რომ  პრეზიდენტი ასეთ რამეებს არ პატიობს, - ამბობს ვეტერანი ვაგნერელი.