რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა? - CNN ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს

25.08.23 13:33
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა? - CNN ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა? - საერთაშორიოს მედიაში არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება თვითმფრინავის ბორტზე დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია. 

ცოტა ხნის წინ CNN-მა ექსკლუზიური მასალა გაავრცელა, საუბარია სატელიტურ ფოტოებზე, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის ნაწილები საკმაოდ შორ ტერიტორიაზეა მიმოფანტული, რაც შეეხება თვითმფრინავის კორპუსს, ის სრულად დაუზიანებელია, მოწყვეტილია მხოლოდ კუდი და ფრთები.

აღნიშნული კადრები კი აჩენს ეჭვს, რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა დაგეგმილი იყო.