პრიგოჟინის სიკვდილში პუტინის ხელი ურევია - ამერიკელი ანალიტიკოსები

25.08.23 13:36
პრიგოჟინის სიკვდილში პუტინის ხელი ურევია - ამერიკელი ანალიტიკოსები

აშშ-ში ფიქრობენ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იჯდა, განგებ ააფეთქეს. CI-ის მოქმედი და ყოფილი აგენტები პრიგოჟინის მკვლელობის უკან სწორედ ვალდიმერ პუტინს ხედავენ. მათი თქმით, პუტინი ამბოხის შემდეგ სიტუაციის დამშვიდებას ცდილობდა. მის ინტერესში იყო ასევე "ვაგნერზე" კონტროლი არ დაეკარგა, პრიგოჟინის გადანგურებას კი სწორედ ვითარების ჩაწყნარების შემდეგ გეგმავდა. 

ანალისიტოკესები პირდაპირ ამბობენ, რომ მომხდარი პუტინის პირადი შურისძიება იყო.

თითის გაშვერა მხოლოდ პუტინისკენ არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი ხერხებით ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც მოღალატეებად თვლის და ეს საჯარო და სასტიკი სიკვდილი სწორედ პუტინის ხელწერაა. ვფიქრობ, ამ ოორი თვის განმავლობაში ის ელოდებოდა, რათა ყველაფერი წარმატებით ადსრულებულიყო და თან შეენარჩუნებინა კონტროლი ვაგნერის ჯგუფზე და რუს სამხედროებზე. ამ გულის ამაჩუყებელი სამძიმრით პუტინი ცდილობს, დააბალანსოს სხვა და სხვა მსოაზრებები ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ პრიგოჟინის სიკვდილში პუტინის ხელი ურევია, - ამბობს ამერიკელი მარალჩინოსანი.