კრემლი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

კრემლი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
განცხადება კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია წარმოდგენილია გარკვეული კუთხით. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა", - თქვა მან.
პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში ისიც იმყოფებოდა.