ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ პრიგოჟინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუცია

25.08.23 17:53
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ პრიგოჟინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუცია

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ევგენი პრიგოჟინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუცია. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, "ვაგნერელების" ხელმძღვანელთან ამ საკითხთზე საუბარი საერთოდ არ ჰქონია. 

პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე რიგში, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოებაზე ორჯერ მივუახლოვდით ამ თემას. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. მე ვეუბნები: „ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ასევე ირწმუნება, რომ პრიგოჟინის სიკვდილთან პუტინს კავშირი არ აქვს.

 ვერ გეტყვით ეს ვინ გააკეთა. ჩემი უფროსი ძმის ადვოკატადაც არ დავდგები, თუმცა პუტინს ვიცნობ. ის წინდახედული, ძალიან მშვიდი და ნელი ადამიანია, გააწყვეტილებებს ნაკლებად რთულ საკითხებთან დაკავშირეით იღებს. ამიტომ ვერ წარმომიმდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ დამნაშავე პუტინია. ძალიან უხეში, არაფროსეიონალური ნამუშევარი იყო, თუკი ასე მიდგა საქმე, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

მსგავსი სიახლეები