ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
ფინეთმა უკრაინისთვის მე-18 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულება 94 მილიონი ევროა. დახმარების ახალი პაკეტი მძიმე იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნოს სპეციალური პირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის მონაწილეობას უკრაინის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში.