შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება.
სტოტენბერგის თქმით, მისი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი.
''ვფიქრობ, შვედეთი NATO-ს წევრი შემოდგომაზე გახდება. მე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების დასახელებისას, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან დიდი მსჯელობის შემდეგ ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი. ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი. როგორც, კი თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ'' - განაცხადა სტოლტენბერგმა.